„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და თსუ-ის საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.
- კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
1) დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომიიის თავმჯდომარე.
2) თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3) დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
4) ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსო
5) თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/